Tuesday, August 23, 2011

დეე, შენმა მიკომ ოქროი მე"ნ"დალი ეიღოოო :)

ჰოოოოო.... მდაა.....
12 წელი! მორჩა, დამთავრდა! ძლივს! ბევრი ფიქრობს, რომ ეს საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ალბათ 10-15 წლის მერე მეც ასე ვიფიქრებ, მაგრამ ახლა ვთვლი და მეჩვენება , რომ გავთავისუფლდი!
რამდენიმე ფაქტი ჩემი მოსწავლეობის ხანიდან:
1-ელ კლასში სპეკტაკლი მახსოვს რომ დავდგით, მთავარი როლი მერგო - ფიფქია ვიყავი.
მე-2 კლასშიც მახსოვს სპეკტაკლი - ბურატინო. მართალია მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ამჯერადაც მე მერგო მთავარი როლი. არ იფიქროთ, რომ დამრიგებელი დედაჩემი იყო, ან უკიდურეს შემთხვევაში მისი მეგობარი. არ ვიცი, უბრალოდ სანამ ჩემი თავი ვიყავი და ამ ქვეყნად არაფერი და არავინ მადარდებდა ყოველთვის საუკეთესო ვიყავი:) თან სიმღერა მეხერხებოდა, არც ცეკვისგან ვიყავი შორს და... (სხვათაშორის ამ სპეკტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და არა მხოლოდ ჩემს ქალაქში)
მე-3 კლასში მახსოვს მარათონები, ოლიმპიადები, კენგურუები. რა დამავიწყებს, კლასიდან მხოლოდ მე რომ გამიყვანეს მათემატიკის ოლიმპიადაზე.(მაგრამ განმეორებით მხოლოდ მე-3 კლასელებისთვის მოუხდათ ტესტების შედგენა და მეორე ადგილზე გავედი. ახლაც კი მახოვს რომ ის 1 მაგალითი შემეშალა, ყველამ რომ სწორად დაწერა და თან აღმოჩნდა, რომ ერთი ამოცანა მხოლოდ მე ამომეხსნა სწორად:() კიდევ, თუ სწორად მახსოვს ამ წელს ჩემი კლასის ნაკრებმა კონკურსგარეშე მივიღეთ მონაწილეობა მათემატიკის შეჯიბრებაში და 1 ადგილზე გავედით :( მაგრამ უპრიზოდ, კონკურსგარეშე ვიყავით და.... :(
მე-4 კლასი :) არ მახსოვს. მხოლოდ ჩემი უზომოდ დიდი , ფართხუნა ჯინსი და შავი ქუსლიანი ტუფლები შემომრჩა მეხსიერებაში!
მე-5 , მე-6, მე-7 კლასებიც არაფრით ყოფილა გამორჩეული. ისევ ოლიმპიადები. კენგურუში პირველი ადგილი ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში. თუმცა მთელ გამარჯვებულებს შორის 22-ე ვიყავი. მე-20 რო ვყოფილიყავი თურმე საფრანგეთში წამიყვანდნენ :(
მე-8 და მე-9 კლასებში იყო ერთი ამერიკული სიახლე. დღემდე არის, პრინციპში. ვგულისხმობ ჩემს ამერიკელ მასწავლებელს, მეგობარს, მესაიდუმლეს, მრჩეველს, კრიტიკოსს. ახალგაზრდა (21 წლის), საყვარელი, სიმპათიური.არაფერი ზედმეტი!!! მასწავლებლები არ მომწონს( ?! )
მე-10 კლასიდან დაიწყო რაც დაიწყო! ისევ სწავლას ვგულისხმობ.
მე-11 კლასში კი სრული დატვირთვით ავმუშავდი.
შეუძლებელია არ გავიხსენო მე-11 კლასის ბოლო პერიოდი, რომელიც დღემდე უზომოდ მენატრება. 3 დღე ტაო-კლარჯეთში, სასტიკად დამღლელი და ამავდროულად სასიამოვნო მოგზაურობა.
მე-12 კლასი! ჩემი ნება რომ იყოს და შემეძლოს, ამ პერიოდს დიდი სიამოვნებით ამოვიშლიდი თავიდან. სულ პრობლემები: მშობლებთან, მასწავლებლებთან, მეგობრებთან,სკოლაში, საკუთარ თავთან ხო ყველაზე მეტი! საატესტატო გამოცდები ყველაზე მეტად მტკენს გულს. 7 გამოცდის განმავლობაში იმდენად სტაბილურად მივდიოდი, რომ ლიდერი ვიყავი ქალაქში, ბოლო გამოცდის მერე კი მე-3 ადგილზე აღმოვჩნდი, განსხვავება მეასედებში იყო. 1-ლი და მე-2 ადგილის მფლობელები ლეპტოპებით დააჯილდოვა პრეზიდენტმა.........
გამოცდებმა საბოლოოდ მომიგო ბოლო. ნუ კაი, ქართულს არაფერს ვერჩი, დრო გამეპარა და მთელი ლიტერატურა პირდაპირ თეთრად დავწერე ზუსტად ერთ საათში და 93! შოკი მივიგე, არ მჯეროდა. აი უნარებში როგორ მინდოდა რომ წინ ჩემს ქულას შვიდიანი წერებოდა. ინგლისურში კი მინიმუმ 95 მინდოდა :( ბიოლოგიაზე ვერაფერს ვიტყვი. ტესტი მარტივი, დრო ბეეეევრი. არ ვიცი! ვერ ვფიქრობ. გრანტი თუ არ მომცეს ვიცი რატომაც, ბიოლოგია ჩამაფლავებს. :(
მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს საზიზღარი პერიოდი გადავაგორე. აღარ მქვია მოსწავლე და 1 თვეში დამოუკიდებლად მომიწევს თავის გატანა, რასაც ამდენი ხანია ვესწრაფვი!
ბანკეტზე ჩემმა მასწავლებელმა ბავშვებს 3 წლის წინ დაწერილი წერილები წაგვაკითხა. ჩემი წერილის შინაარსი ასეთი იყო: მინდა ოქროს მედალი, სამედიცინოზე ჩაბარება და გრანტი! 1-ლი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი დედაჩემი მთელი დარჩენილი ცხოვრება ამაზე ილაპარაკებს-მეთქი.
ხოოდა დეეეე, შენმა მიკომ ოქროი მე"ნ"დალი ეიღო :* (პირადად მე, მიმიფურთხებია ამ ვითომ ოქროს მედლებისთვის, ჯერ ფასი რო გვითხრეს, ხელი რო მოგვაწერინეს თუ რა "სიმდიდრეს" ვიბარებდით და მერე ხელი რო აუკანკალდათ გადმოცემაზე)
გრანტზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩაბარებით კი ჩამიბარებია.
ალბათ გაგიკვირდათ, არსად ბიჭი, სიყვარული, მოწონება და ა.შ არ ჭაჭანებს. არ ყოფილა და იმიტომ. არ ყოფილა ბიჭი, არც ჩემი მოწონებული და არც მისი მოწონებული. მწყდება გული, მაგრამ ეს მინიმუმია იმ რამეებთან შედარებით, რასაც ჩემთვის გული უტკენია ამ 18 წლის მანძილზე.
დიდი ხანია მინდოდა ჩემი სკოლის პერიოდი მიმომეხილა, ცოტა დიდი კი გამომივიდა, მაგრამ ღმერთმანი, საუკუნეა ჩემს გულში ეს დუღს და ძლივს მომეშვასავით მგონი.
მიკო :)


პ.ს. იმედია მალე დავხვეწავ ჩემს პოსტებს და ბლოგს :)

Friday, August 12, 2011

Hi!

  დაწყება რთული ყოფილა :)
  მე ვარ სრულიად უსტატუსო ადამიანი,სტუდენტობის მოლოდინში.(მგონი ამ სიტყვებით უკვე ბევრი ვთქვი).
  რაზე უნდა დავწერო ახლა თუ არა გამოცდებზე, ჩემს ქულებზე და ა.შ.
  მოკლედ, სამედიცინოზე ვაბარებ, უნარებში 68, ქართულში 93, ინგლისურში 94, ბიოლოგიაში კიი..... :((((( 63. ხოდა, ალბათ არაა გასაკვირი თუ ვიტყვი, რო მეშინია.
  რაც შეეხება ამ ბლოგს, აქამდე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ახლა ვხვდები, რო არც ისე კარგი იდეა იყო, წერა მიჭირს და იმიტომ! თუმცა, ალბათ მაშინ დავწერ როცა გამიჭირდება, რადგან ჩემს პირადზე არავისთან ვლაპარაკობ, არ მიყვარს, პასტით წერაც მეზარება, კომპიუტერს უფრო ვუგებ :)
  იმედია მალე გავშინაურდები და "მოვდგები"!
  მიკო :)